ლიმონის ბლანმანჟე მარწყვის და ჟოლოს ჟელეთი
კვირის ბოლოს ამ უმშვენიერეს დესერტს გთავაზობთ. მოამზადეთ ჩვენთან ერთად მარტვად და გემრიელად!
ბლანმანჟეს ფენისთის დაგვჭირდება:
1 კვერცხი
200 გ არაჟანი
1 ჭიქა შაქარი
1 ს.კ. რომი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
ვანილი
2 ჩ.კ. ჟელატინი
მარწყვის ჟელესთვის:
1 კგ მარწყვი ან ჟოლო (ან ორივე ერთად)
3-4 ს.კ. შაქარი
1 ლიმონი ან ლაიმი
3 ჩ.კ. ჟელატინი
მოვამზადოთ ბლანმანჟე: ჟელატინს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და დავტოვოთ ასე ერთი 40 წუთი. შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.
სანამ ჟელატინი ცოტა შეგრილდება, ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ლიმონის ცედრა და წვენი, არაჟანი, რომი, ვანილი. შემდეგ შევურიოთ ჟელატინის მასა, კარგად მოვურიოთ და გადავწუროთ თხელ საცერში.
გავანაწილოთ ეს მასა ლამაზ ჭიქებში ისე, რომ 2/3 შევავსოთ და შევდოთ მაცივარში ერთი 2-3 საათით.
ამის შემდეგ, მოვამზადოთ ხილის ჟელე: მარწყვი და ჟოლო მსხვილად დავჭრათ, მოვაყაროთ შაქარი და გავჩეროთ ერთი ნახევარი საათი.
ჟელატინს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და გავაჩეროთ 20-30 წუთი. შემდეგ გავალღვოთ ცეცხლზე და გადავწუროთ.
მარწყვს ჩავახეხოთ 1 ლაიმის ცედრა, დავუმატოთ 2 ს.კ. ლაიმის წვენი და ჟელატინის მასა. კარგად მოვურიოთ და მოვასხათ ჩვენ გაყინულ ბლანმანჟეს. შევდოთ მაცივარში კიდე ერთი ორი საათით. მოვრთოთ ცოცხალი მარწყვით, ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!