top of page

ჰუმუსი


ჰუმუსი- აპეტაიზერი , რომელიც ძალიან პოპულარულია ახლო აღმსავლეთში, ისრაელსა და იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, თურქეთში, ასევე საბერძნეთში და კვიპროსზე. ჰუმისს ამზადებენ მუხუდოსგან-ნუტისგან და მას ლიმონის წვენით, ნივრით, ზეითუნის ზეთით და ტაჰინის პასტით კმაზავენ.

დაგვჭირდება:

350 გ ნუტი

2-3 კბილი ნიორი

1 ლიმონის წვენი

100 გ ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. ძირა

1 ჩ.კ. კურკუმა (ეს ინგრედიენტი აუცილებელი არაა, მაგრამ მე მომწონს მისი არომატიც და ლამაზი ფერიც)

მარილი

წითელი წიწაკა

ნუტი გავრეცხოთ და ჩავალბოთ მთელი ღამით. მეორე დღეს კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ბლომათ წყალი და ვხარშოთ მინუმუმ 2 საათი.

ამის შემდეგ, გავავლოთ ნუტს ცივი წყალი, ხელით დავსრისოთ მარცვლები ისე, რომ მოშორდს ფუჩეჩი და შევუიროთ გამდინარე წყალს. მძიმე ნუტი ჩაიძირება, ხოლო ფუჩეჩი გაყვება გამდინარ წყალს.

ტაჰინის პასტა ავთქვიფოთ მარილთან, ლიმონის წვენთან, ნიორთან, კურკუმასთან და ძირასთან ერთად.

ნუტს დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დავაბლენდეროთ. კარგად დაბლენდერებულ მასას შევურიოთ სუნელები და ტაჰინი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში. ერთი-ორი საათის შემდეგ ჰუმუსში ყველა გემოები და არომატები თავის ადგილზე დადგება და შეგვიძლია მივირთვათ.

გამზადებულ ჰუმისს მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და თან თხელი ლავაშ ან პიტა-პური მივაყოლოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page