რიზოტო მილანურად
რიზოტო ალა მილანეზე- გასტრონომიული მილანის სავიზიტო ბარათი. საოცრად გემრიელი, დახვეწილი და ნაზი კერძი არაჩვეულებრივი ფერით, არომატით და კრემისებრი სტრუქტურით.
დაგვჭრდება:
400-500 გ ბრინჯი არბორიო
1,5 ლ ქათმის ბულიონი
2 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
დანის წვერზე შაფრანი
150 მლ მშრალი თეთრი ღვინო
120 გ კარაქი
50 მლ ზეითუნის ზეთი
50-100 გ პარმეზანი
მარილი
შავი წიწაკა
3-4 ღერი ოხრახუში
პირველ რიგში დავაყენოთ შაფრანი. ამისთვსი გავხსანთ ის 50 მლ მდუღარე წყალში.
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში და 100 გ კარაქში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და როგორც კი არპმატს გაუშვებს, დავუმატოთ ბრინჯი. 1-2 წუთში, როცა ბრინჯი გამჭვირვალე გახდება და არომატებშ შეიწოვს, დავუმატოთ ღვინო, მესამედი მდუღარე ბულიონი და თან სულ ვურიოთ. ცეცხლი ამასობაშ უნდა იყოს დაბალი, რომ ბულიონი ნელ-ნელა დუღდეს.
ვხარშავთ ბრინჯს ასეთი წესით, თან ვურევთ და თან ნელ-ნელა, როცა იშრობს, ვამატებთ მდუღარე ბულიონს, შემდეგ ვამატებთ შაფრანის ნაყენს და ისევ კარაგდ ვურებთ.
ბრინჯს ვხარშავთ ალ დენტე, შემდეგ ვუმატებთ მარილს და წიწაკას, დარჩენილ კარაქს, წვრილად დაჭრილ ოხარხუშს და გამოვრთავთ ქურას. ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!