top of page

ტყის სოკოს სალათი ბეკონით


ზაფხულში უგემრიელესი ტყის სოკოს სეზონი იწყბეა. პირველი ტალღა ივნისის ბოლოსკენ არის, შემდეგ აგვისტოში მეორედ მოდის და სექტემბერშიც გვახარებს არაჩვეულებრივი, გემრიელი მიქლიო და ნიყვი.

ტყის სოკოს სეზონი არც ისე ხანგრძლივია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ ამ პირველი ტალღით და დღეს ერთი ძალიან მარტივი და გემრიელი სალათი მოვამზადოთ.

დაგვჭრდება:

400-500 გ ტყის სოკო (მიქლიო,ნიყვი, მანჭკვალა)

1-2 კონა სალათი ფრიზე

1-2 კბილი ნიორი

1სმ სიგრძის კოჭა, იგივე ჯინჯერი

150 გ ბეკონი ან პროშუტო

2-3 ს.კ. სოიოს სოუსი

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

3-4 ს. ვორჩესტერის (ვუსტერის) სოუსი

მარილი

შავი წიწაკა

მოვამზადოთ მარინადი: კარგად შევურიოთ ერთმანეთს სოისო სოუსი, წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი და გახეხილი ჯინჯერი. სოკო გავასუფთავოთ, დავანაწევროთ და მოვასხათ ეს მარინადი. დავტოვოთ ასე ერთი საათით.

ამის შემდეგ, სოკო ამოვიღოთ მარინადიდან, შევამშრალოთ, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15 წუთი

ამასობაში, ტაფაზე შევბრაწოთ ბეკონი.

გარეცხილი სალათის ფოთლები მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ ვუსტერს სოუსი, ზეითუნის ზეთი, ზევიდან მოვაყაროთ შემწვარი სოკო, ბეკონი და დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page