ლობიოს ჰუმუსი
ჩვენმა ჰუმუსის რეცეპტმა ისთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტეთ კიდე ერთი საინტერესო რეცეპტი გაგიზიაროთ. თითქმის იგივე ტექნოლოგიით მოვამზადებთ ლობიოს ჰუმუსს. ესეც მარტივი და ძალიან გემრიელია.
დაგვჭირდება:
300 გ ლობიო
3 კბილი ნიორი
1 ლიმონის წვენი
100 გ ტაჰინის პასტა
100 გ ზეითუნის ზეთი
პატარა კონა ქინძი
0,5 ჩ.კ. როზმარინი ან ბეგქონდარა, თქვენი გემოვნებით
მარილი
წითელი წიწაკა
ჰუმუსისთვის უმჯობესია თეთრი ლობიო გამოვიყენოთ. წინასწარ ჩავალბოთ წყალში რამდენიმე საათით, შემდეგ კი მოვხარშოთ. ადუღებისას პირველი წყალი გადავაქციოთ, კარგად გვარეცხოთ კიდე და შემდეგ მოვხარშოთ დარბილებამდე.
ტაჰინის პასტა ავთქვიფოთ მარილთან, ლიმონის წვენთან, ნიორთან და როზმარინთან ერთად.
ლობიო დავაბლენდეროთ, თან ცოტაოდენი ნახარში წყალი დავუმატოთ, ჰაეროვანი მასა უნდა მივიღოთ. შევურიოთ სუნელები და ტაჰინი, კიდე კარგად ავთქვიფოთ და შევდოთ მაცივარში. ერთ-ორ საათში ჰუმუსი მზადაა.
გამზადებულ ჰუმისს მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!