ალუბლის ტარტი
ცომისთვის დაგვჭირდება: 3 ჭიქა ფქვილი
200 გ მაწონი
1 კვერცხი 200 გრ კარაქი სოდა ძმრით, ვანილი
შიგთავსისთვის:
500 გ ალუბალი
1 სავსე სუფრის კოვზი სახამებელი
1 ჭიქა შაქარი
1 ლიმონის წვენი
მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი, დანით დავჭრათ ცივი კარაქი და ყველაფერი ერთად ავკეპოთ. დავუმატოთ მაწონი, არაჟანი, სოდა ძმრით, ვანილი და მოვზილოთ ცომი. ცოტა ხანი გავსვენოთ ცომი მაცივარში.
ამასობაშ, ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, შევურიოთ შაქარი, სახამებელი და ლიმონის წვენი. კარგად მოვურიოთ.
გავყოთ ცომი ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ ტარტის ფორმისთვის.
ცავაფინოთ ფორმაში ერთი ფენა ცომი, ზევიდნ გავნაწილოთ ალუბლის შიგთავსი, დავაფაროთ მეორე ფენა (ან მეორე ფენა დავალაგოთ ჯვარედინათ) და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულღუმელში გამოსცხობად.
გამომცხვარი ტარტი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელდ მიირთვით!