ლიმონის მუსი ჟოლოთი და მოცხარით
სანამ ამდენი გემრიელი ხილია, ბევრი საინტერესო დესერტის მომზადება უნდა მოვასწროთ!
300 გ შაქარი
80 მლ წყალი
3 კვერცხის ცილა
300 მლ ნაღები
3 ლიმონი
შაქარი გავალღვოთ წყალში და მოვხარშოთ სიროპი.
ავთქვიფოთ ცილა მაგრად, შემდეგ ნელ-ნელა დავუმატოთ სიროპი და გავგრძელოთ თქვეფა, სანამ მასა არ გაცივდება.
ლიმონს გავაცალოთ ცედრა, გამოვწუროთ წვენი და შევურიოთ 1 ჩ.კ. ჟელატინი. დავტოვოთ ასე ერთი 20 წუთით,შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ. გადავწუროთ, გავაგრილოთ და შევურიოთ ბეზეს მასას.
ნაღები ავთქვიფოთ და ისიც ფრთხილად შევურიოთ ბეზეს. ცოტაოდენი დავტოვოთ მოსართავად.
მუსი გავანაწილოთ ფორმებში და შევდოთ მაცივარში ერთი 3-4 საათით. ამის შემდეგ, მოვრთოთ მუსი ჟოლოთი, მოცხარით და ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!