top of page

წითელი სოუსი სალსა


სალსა- ტიპიური მექსიკური სოუსია, რომლსაც წვრილად დაჭრილი პომიდვრების, ჩილის და სხვა ბოსტნეულისგან ამზადებენ.

არსებობს სალსა როჰა (salsa roja)- წითელი პომიდვის სალსა და სალსა ვერდე (salsa verde)- სალსა, რომელშიც ძირითადი პროდუქტი მომცრო ზომის პომიდორის მსგავსი პატარა მწვანე ნაყოფი. თუ სალსას უმი ბოსტნეულისგან მოვამზადებთ, მაშინ პიკო დე გალლო გამოგვივა.

დღეს ჩვენ სალსა როჰას ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

250 გ მწიფე პომიდორი (ან დაკონსერვებული კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში)

1 საშუალო თავი წითელი ხახვი

1 პატარა მწვანე წიწაკა (ცხარე ან ძალიან ცხარე-თქვენი გემოვნებით)

1-2 კბილი ნიორი

2-3 ღერი ქინძი

მარილი

1 ლაიმი

1-2 ს.კ. სიმინდის ზეთი

ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, როგორც კი არომატს გაშვებს, დავამატ კანგაცლილი პომიდორი, მოვთუშოთ. შემდეგ კი გამოვრთოთ ქურა და დავამატოთ კუბებად დაჭრილი ასევე, ხახვი და წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, დავუმატოთ ლაიმის წვენი და კარგად მოვურიოთ.

ეს სოუსი ძალიან გემრიელია ხორციან კერძებთან, განსაკუთრებით ის მოუხდება ქათამს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page