ალუბლის ტარტი წითელი ღვინით
საოცარი ალუბლის ტარტი ცოტა ბრუტალური ქართული ხასიათით :)
ცომისთვის დაგვჭრდება:
130 გ ფქვილი
3 ს.კ. კაკაო
100 გ კარაქი
2 კვრეცხის გული
1-2 ს.კ. შაქარი
მწიკვი მარილი
ცალკე:
600-700 გ ალუბალი
150 მლ საშუალო ცხიმიანობის ნაღები
200 გ შავი შოკოლადი
2 კვერცხი
4 ს.კ. შაქარი
50 მლ წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
1 ჩ.კ. დარიჩინი
მოვამზადოთ ტარტის ცომი: ფქვილი დაკაკაო შევურიოთ, დავუმატოთ კარაქი და ავკეპოთ, შემდეგ შევურიოთ მარილი, შაქარი და კვერცხის გული. მოვზილოთ ცომი, დავაგორგოლოთ, გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ 1 საათით მაცივარში. ამის შემდეგ, ცომს ვაბრტყელებთ, ჩავდებთ ტარტის ფორმაში, ზევიდან დავაფენთ ფოლგას და დავაყრით ლობიოს ან მუხუდოს, რომ თანაბრად გამოცხვეს და შევდებთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15 წუთით. შემდეგ მოვაშორებთ ფოლგას და მუხუდოს და კიდე ერთი 5 წუთი გამოვაცხოთ.
ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ დანაწევრებული შოკოლადი და კარგად მოვურიოთ, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ დარიჩინი, ღვინო და ეს ყველაფერი შევურიოთ შეგრილებულ შოკოლადის მასას. კიდე ერთხელ კარაგდ ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად.
გამომცხვარ ძირზე გავანაწილოთ კურკაგამოცლილი ალუბალი, მოვასხათ ნაღების კრემი და გავაგრძელოთ 180 გრადუსზე ცხობა ერთი 30 წუთი. ამასობაში შიგთავსი გამყარდება და ჩვენი ტარტის მზადაა.
გამომცხვარი ტარტი კარგად გავაგრილოთ და შევდოთ ერთი 3-4 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!