top of page

მაფინები ნუშით და ალუბლით

დაგვჭირდება:

120 გ კარაქი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

150 მლ რძე

ვანილი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. სოდა

1ს.კ. ლიმონის წვენი

350 გ ფქვილი

300 გ ალუბალი

200 გ ნუში

2-3 წვეთი ნუშის ესენცია

დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მწიკვი მარილი, სოდა ლიმონის წვენით, რძე, ნუშის ესენცია, ვანილი და ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ ყველაფერი და დავუმატოთ დაფოთლილი ნუში და კურკაგამოცლილი ალუბალი. ფრთხილად მოვურიოთ და გადავიტანოთ მაფინების ფორმებში, რომელბსაც წინასწარ საცხობ ქაღალდს ჩავუფენთ.

ზევიდან ცოტაოდენი დაფოთლილი ნუში მოვაყაროთ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსცხობად. ცხვება დაახლოებით 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page