top of page

ქათმის ტაჯინი გარგარით და ნუშით


კლასიკური მაროკოული ქათმის ტაჯინი ჩვენ უკვე მოვამზადეთ. დღეს კი ქათმის ტაჯინს ზაფხულის არომატებს დავუმატებთ და გარგარით და ნუშით გავაგემრიელებთ.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ზომის ქათამი

2 ბადრიჯანი

1 თავი ხახვი

2კბილი ნიორი

2 ყვითელი ბულგარული წიწაკა

პატარა კონა ოხრახუში

2 დაფნის ფოთოლი

პატარა ნაჭერი ჯინჯერი

1 ჩ.კ. კურკუმა

2 ჩხირი დარიჩინი

2 ჩ.კ. პაპრიკა

4-5 გარგარი

30 გ მთელ-მთელი ნუში

500 მლ ნუშის რძე (თუ ვერ იშოვით, თავად მოამზადეთ, ამისთვს მხოლოდ წყალი და 0,5 ჭიქა ნუში დაგვჭირდება)

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

პირველ რიგში მოვამზადოთ ნუშის რძე. ეს უმარტივესია: 0,5 ჭიქა ნუშს (უმს,არ უდა მოვხალოთ) დავასხათ 500 მლ წყალი და დავტოვოთ ასე მთელი ღამით. მეორე დღეს გადავწუროთ, დავასხათ კიდე 500 მლ წყალი და დავაბლენდეროთ. შემდეგ გადავწუროთ რძე თხელ საცერში. ნუშის მასა კი გადავდოთ. ამ რეცეპურაში ის არდაგვჭირდება, მაგრამ ბევრ სხვა კერძში ან დსერტში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ქათამი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ. ასევე წვრილად დავჭრათ ნიორი.

ტაჯინის ძირზე ზეთში მოვთუშოთ ხახვი, დავუმატოთ ნიორი, ჯინჯერი, დაფნის ფოთოლი, მთელ-მთელი ნუში და სხვა სუნელები. კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავალაგოთ ზევიდან ქათმის ნაჭრები, მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ბადრიჯანი და ბულგარული, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ ნუშის რძე, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ასე დაბალ ცეცხლზე 1 საათამდე.

ამის შემდეგ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შუაზე გაყოფილი გარგარი კარგად ამოვურიოთ და მოვთუშოთ კიდე ერთი 5-10 წუთი.

ტაჯინთან გარნირად კუსკუსი მოვამზადოთ და საოცარი ვახშამი გამოგვივა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page