ქათმის ფილე ბოსტნეულით და პარმეზანით
დაგვჭირდება:
2 ქათმის ფილე
4 სშუალო ყაბახი
200 გ პომიდორი ჩერი
3-4 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკების მიქსი
პატარა კონა ბაზილიკი
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
50 გ გახეხილი პარმეზანი
ქათამი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და გავაჩეროთ ასე ერთი 20 წუთი. შემდეგ მოვბრაწოთ ზეთში და კარაქში ყველა მხრიდან.
ყაბახი დავჭრათ ნახევარრგოლებად და ისიც მოვბრაწოთ ორივე მხრიდან.
შემდეგ შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და ვთუშოთ ერთი 3 წუთი.
ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი და გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!