ქაფქეიქები შავი ტყე
კიდე ერთი მარტივი და გემრიელი დესერტი ალუბლით. ვისაც ავსტრიული შვარცვალდტორტი გიყვართ, მაგრამ მისი მომზადება გერთულებათ, ამ ალტერნატივას გთავაზობთ.
12 ქაფქეიქისთვის დაგვჭედება:
150გ კარაქი
150 გ შაქარი
2 კვერცხი
100 მლ რძე
4 ს.კ. კაკაო
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
250 გ ფქვილი
1 ფილა შავი შოკოლადი
კრემისთვის:
250 გ მაღალცხიმიანი ნაღები
100 გ შაქრის პუდრა
ვანილი
200-300 გ ალუბალი კაკაოს შევურიოთ შაქარი, დავასხათ რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ კარაქი და რომ გადნება, გამოვრთოთ ქურა.
გავაგრილოთ მასა და შევათქვიფოთ კვერცხი, შეწმდგე დავუმატთ სოდა ძმრით და ფქვილი. ცივი შოკოლადის ფილა დანით დავანაწევროთ მომცრო ნაჭრებად და ისიც შევურიოთ ცომს.
შევავსოთ ცომით მაფინების ფორმები 2/3-ით და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთი.
ამასობაში, მოვამზადოთ კრემი: კარგად ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ ვანილი და შარქის პუდრა. შევდოთ კრემი ერტ ნახევარი საათით მაცივარში, სანამ ქაფქეიქები კარგად გაგრილდება.
გაგრილებულ ქაფქეიქებს ოდნავ ამოვაჭრათ გული, ჩავდოთ შიგნით 2-3 კურკაგამოცლილი ალუბალი, შემდეგ კი მოვრთოთ სასთითაოთ ყველა კრემით და ზევიდან ისევ ალუბლებით დავამშვენოთ.
გემრიელად მიირთვით!