top of page

ალუბლის სორბე ნაყინით

  • Manana
  • 3 июл. 2017 г.
  • 1 мин. чтения

დაგვჭრდება:

500 გ ალუბალი

250 მლ წყალი

150 გ შაქარი

1 ლიმნის წვენი

500 გ ნაყინი

პატარა სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, შემდეგ კი გავაგრილოთ.

ალუბალს ამოვაცალოთ კურკა და დავაბლენდეროთ (რამდენიმე ალუბალი გადავინახოთ). დავუმატოთ ლიმონის წვენი.

ალუბლის მასას შევურიოთ სიროპი და კარგად მვურიოთ. შემდეგ გადავიტანოთ მასა კონტეინერში და შევდოთ საყინულეში.

ყოველ 40-45 წუთში ერთხელ გამოვიღოთ სორბე საყინულედან და ავთქვიფოთ. ასე გავიმეოროთ ერთი 3-4-ჯერ. ამის შემდეგ გავაჩეროთ სორბე საყინულეში კიდე 1 საათი, შმდეგ კი გადავიტანოთ ფორმებში ისე, რომ ფორმები ნახევრამდე ავასოთ.

ნაყინს შევურიოთ გადანახული ალუბალი და შევავსოთ ამ მასით ფორმები. მოვრთოთ ცოცხალი ხილით.

გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page