top of page

ფალაფელი ჰუმუსით


დაგვჭირდება:

250 გ ნუტი

1 თავი წითელი ხახვი

2-3 ღერი ქინძი

2-3 ღერი ოხრახუში

0,5 ჩ.კ. ძირა

0,5 ჩ.კ. წიწაკა ჩილი

ნახევარი ლიმონის წვენი

1 ლიმონის ცედრა

მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი

2-3 ს.კ. პურის ფქვილი

300-350 გ ჰუმუსი

1 თხლად დაჭრილი ლიმონი

ნუტი ჩავალბოთ წინასწარ, მთელი ღამით წყალში. მეორე დღეს გავავლოთ წყალი და კარგად მოვხარშოთ. შემდეგ დავაბლენდეროთ. თუ ძალიან სქელია, დავუმატოთ ცოტა ნუტის ნახარში.

შევურიოთ ძირა, ქინძი, ჩილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ლიმონის ცედრა და ოხრახუში. ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი და მოვზილოთ ფარში.

გამოვძერწოთ მკვრივი კაკლისოდენა ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ბევრ ზეთში, ღრმა ტაფაზე, სანამ არ გაოქროსფერდება.

შემწვარი ფალაფელი დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს.

სერვირებისთვის, თეფშზე გავანაწილოთ ჰუმუსი, ზევიდან დავალაგოთ ფალაფელი და იქვე დავალაგოთ თხლად დაჭრილი ლიმონი. მოვაყაროთ ცოტაოფენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page