top of page

ალუბლის ტარტი დარიჩინით


ცომისთვის დაგვჭირდება:

250 გ კარაქი

400 გ ფქვილი

50 გ სახამებელი

2 კვერცხის გული

მწიკვი მარილი

ვანილი

0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

შიგთავსისთვის:

700 გ უკურკო ალუბალი

1 ჭიქა შაქარი

1 ლიმონის წვენი

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

1 ს.კ. სახამებელი

ფქვილი და ცივი კარაქი ავსრისოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გული, მარილი, ვანილი, სახამბელი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ ცელოფანი და შევდოთ 40 წუთით მაცივარში.

ამასბაში, უკურკო ალუბალს მოვაყაროთ შაქარი და გავჩეროთ ასე ერთი 20 წუთი, სანამ წვენს არ გამოუშვებს.

შემდეგ გადავწუროთ. წვენს დავუმატოთ ლიმონის წვენი, დარიჩინი და სახამებელი, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. მასა უნდა გასქელდეს. შევაგრილოთ და შევურიოთ ალუბალი.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. გავანაწილოთ ზევიდან ალუბლის მასა და დავაფაროთ მეორე ფენა ცომი.

გმოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გაგრილებულ ტარტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page