შემქვარი სოკო ქინძით და ნივრით
კიდე ერთი ძალიან მარტივი და გემრიელი ვეგეტარიანული ვახშმის იდეა.
დაგვჭირდება:
500 გრამი სოკო, ( უმჯობესია სხვადასხვა ტყის სოკო იყოს, თუმცა ჩვენ ბაზარში ყველაზე პოპულარული შამპინიონი, პორტობელო ან ხის სოკოც შესანიშნავი იქნება)
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2-3 კბილი ნიორი
მარილი
შავი წიაკა
პატარა კონა ქინძი (ან ბეგქონდარა, თუ ფრანგული გემოსკენ გვინდა წავიყვანოთ)
დავასხათ ზეთი თხელ ტაფაზე და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტა მოვხალოთ და დავამატოთ სოკო. ცოტა რომ მოიბრაწება, დავამატოთ მარილი, წიწაკა, კარგად ამოვურიოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!