მუჰამარა-სირიული აპეტაიზერი (დიფი) ცხარე წითელი წიწაკით და ნიგვზით
ჩვენი დიფები და აპეტაიზერები დიდი მოწონებით სარგებლობს, ჰოდა დღესაც ასეთ საინტერესო კერძს ვამზადებთ.
ამ ჯერად- ალეპოს სამზარეულოს ვსტუმრობთ და ვამზადებთ ცხარე, არომატულ ნიგვზიან აპეტაიზერს - მუჰამარას. მეგრული და იმერული სამზარეულოს ფანებს ის განსაკუთრებით მოგვეწონება.
დაგვჭირდება:
3-4 მოზრდილი ცხარე წითელი წიწაკა (ან, თუ ცხარე დიდი წიწაკები ვერ იშოვეთ, 2 დიდ ბულგარულს 2-3 ცხარე წითელი წიწაკა დავუმატოთ)
2-3 კბილი ნიორი
1 ლიმონის წვენი
0,5 ჭიქა საფანელი
1 ს.კ. ტომატ-პასტა
1 ს.კ. მაშარაბი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა ნიგოზი
მარილი
წიწაკები გრილზე ან მარტივად, გაზის ქურაზე მოვწვათ, ისე რომ კანი გაუშავდეს. შემდეგ ჩავალაგოთ ჯამში და გადავაფაროთ პლასტიკი. ერთ 20 წუთში მოვაშოროთ პლასტიკი და გავაცალოთ კანი და თესლი. ეს ძალიან მარტივი იქნება და რამდენიმე წუთში გასუფთავებული წიწაკები გვექნება.
ამასბაში, სქელძირიან ტაფაზე , ზეთში ცოტა მოვხალოთ ნიგოზი, დავუმატოთ საფანელი და ისიც ოდნავ მოვხალოთ. ფერს რომ შეიცვლის და ცხიმს შეიწოვს, გადავიტანოთ ცალკე ჭურჭლში, დავუმატოთ ნიორი, ტომატ-პასტა, ლიმონის წვენი, მაშარბი, მარილი და ჩევენი კანგაცლილი წიწაკები. კარგად დავაბლენდეროთ ეს მასა და შევდოთ 1-2 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!