top of page

ტორტი ლიმონის კრემით და კენკრით


რადგან სამუშაო კვირა სრულდება და თან ზაფხულია, დღეს კიდე ერთი დესერტით გაგანებივრებთ! ნუ შეგეშინდებათ, არ თუ ისე რთული მოსამზადებელია.

ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:

6 კვერცხი

170 გ შაქარი

150 გ ფქვილი

40 გ ნუშის ან თხილის ფქვილი

60 გ კარაქი

კრემისთვის დაგვჭირდება:

4 კვერცხის გული

20 გ ფქვილი

20 გ სახამებელი

120 გ შაქრის პუდრა

0,5 ლ რძე

ვანილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

100 გ კარაქი

ბისკვიტის დასანამად დაგვჭირდება:

100 გ კარაქი

40 გ შაქარი

2 ს.კ. რომი

ვანილი

500 გ კენკრა

კვერცხი და შაქარი ძალიან მაგრადავტვიფოთ. მასა უნდა გათეთრდეს და სამჯერ გაიზარდოს ზომაში. შემდეგ დავუმატოთ ფრთხილად ფქვლი,ნუშის ფქვილი, ფრთხილად მოვურიოთ და დავუმატოთ დამდნარი კარაქი.

გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30-40 წუთი.

ამასობაში,მოვამზადოთ კრემი: კვერცხის გულები და შაქარის პუდრა ავთქვიფოთ მაგრად, დავუმატოთ ლიმონის ცედრა, წვენი, ფქვილი და სახამებელი, კიდე კარგად ავქვიფოთ და დავასხათ მდუღარე რძე. კარგადმოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და დავამატოთ ვანილი. კიდე კარგად მოვურიოთ.

შევაგრილოთ კრემი და შევათქვიფოთ კარაქი.

ბისკვიტის დასანამად კარაქი, შაქარი, რომი და ვანილი შევურიოთ ერთმანეთს და გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ შევაგრილოთ.

გაგრილებულ ბისკვიტს მოვაფხიკოთ ანფრთხილად მოვაჭრათ ზედა თხელი ფენა, კარგად დავნამოთ და გავანაწილოთ ზვიდან კრემი. შევდოთ ერთი-ორი საათით მაცივარში, შემდეგ კი მოვრთოთ კენკრათი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page