ხაჭოს ნამცხვარი გარგარით
ცომისთვის დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 კვერცხი
100 გ შაქარი
200 გ ფქვილი
შიგთავსისთვის:
200 გ ხაჭო
100 გ არაჟანი
1 კვერცხი
100 გ შაქარი
1 ს.კ. სახამებელი
ვანილი
500 გ გარგარი
ფქვილი და კარაქი ავსრისოთ ერთად,დავუმატოთ შაქარი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრეთ ცელოფანი და 1 საათით მაცივარში შევდოთ.
ხაჭო გავატაროთ თხელ საცერში, დავუმატოთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი,ვანილი და სახამებელი. ავთქვიფოთ ერთად კარგად. გაბრტყელებული ცომი ჩავაფონოთ საცხობ ფორმაში, ზევიდან გავანაწილოთ შიგთავსი და დავალაგოთ შუაზე გაპობილი გარგარი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!