გარგარის ნამცხვარი ნუშით
ნებისმიერი სადილს და ვახშამს დაამშვენებს ჩვენი დღევანდელი დესერტი. გამოვაცხოთ გარგარის და ნუშის ნამცხვარი სრულიად დაუვიწყარი არომატით და გემოთი.
ცომისთვის დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
100 გ შაქარი
3 კვერცხის გული
3 ს.კ. არაჟანი
სოდა ძმრით
ვანილი
2 ჭიქა ფქვილი
შიგთავსისთვის:
150 გ კარაქი
150 გ შაქარი
2 კვერცხი
150 გ დაფქული ნუში
30 გ ფქვილი
2 ს.კ. ნუშის ფანტელი
500 გ გარგარი
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, არაჟანი, შემდეგ სიდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავანაწილოთ გამოსაცხობ ფორმაში ისე, რომ გვერდებზეც ამოვიყვანოთ.
მოვამზადოთ შიგთავსი: შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, ნუშის ფქვილი, ფქვილი, ესენცია და კარგად მოვურიოთ. გავანაწილოთ ეს მასა ცომზე, ზევიდან დავალაგოთ შუაზე გაყოფილი გარგარი და მოვაყაროთ ნუშის ფანტელი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!