top of page

გარგარის ტარტი


ცომისთვის დაგვჭირდება:

400 გ ფქვილი

100 გ შაქარი

250 გ კარაქი

2 კვერცხის გული

მწიკვი მარილი

ვანილი

2 ს.კ. სახამებელი

შიგთავსისთის:

1 ჭიქა ნუში

1 ჭიქა შაქარი

500 გ გარგარი

ფქვილს შევურიოთ სახამებელი, მარილი და ჩავჭრათ ცივი კარაქი, ავსწრისოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,ვანილი და შაქარი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში 1 საათით.

ამის შემდეგ, გავყოთ ცომი ორად, ერთი ნაწილი ოდნავ მეორეზე დიდი უნდა იყოს. გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ტარტის ფორმაში. ზევიდან გავანაწილოთ შერეული ნუში და შაქარი, გადავასწოროთ და დავალაგოთ ზევიდან შუაზე გაპობილი გარგარი. გადავაფინოთ მეორე ფენა, რომელიც უფრო თხელი გამოვა, ვიდრე ქვედა, კარგად დავამაგროთ კიდეები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობათ.

გაგრილებულ ტარტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page