top of page

კენკრას ტარტი


ძირისთვის დაგვჭირდება:

1 კვერცხი

2 ს.კ. შაქარი

125 გ კაქარი

მწიკვი მარილი

250 გ ფქვილი

შიგთავსისთვის:

150 გ არაჟანი

50 მლ ნაღები

0,5 ჭიქა შაქარი

1 კვერცხი

ვანილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

500 გ სხვადასხვა კენკრა

ფქვილს დავუმატოთ მარილი, შაქარი, ავკეპოთ კარაქთან ერთად, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. შევდოთ მაცივარში 30 წუთით, შემდეგ ი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთი.

ცალკე ავთქვიფოთ არაჟანი, შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, ვანილი, ლიმონის ცედრა და წვენი. დავასხათ ეს მასა ზევიდან ცომს და გავანაწილოთ თანაბრად.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით, სანამ ზედაპირი არ გამყარდება. ამის შემდეგ, გამოვიღოთ ნამცხვარი, დავალაგოთ ზევიდან კენკრა და შევდოთ ღუმელშ კიდე ერთი 15-20 წუთით.

გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ, მოვაყაროთ ზევიდან შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page