top of page

ლემონჩელო-ტირამისუ


დღეისთვის საოცარი დესერტი შევარჩიეთ. ლიმონის ტურამისუს მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

1 შეკვრა სავოიარდი (ტირამისუს ბისკვიტები, 12ცალი)

100 გ მასკარპონე

100 გ რიკოტა

100 გ 33% ნაღები

3 კვერცხი

3 ს.კ. შაქრის პუდრა

1 ლიმონის წვენი და ცედრა

ვანილი

700 მლ წყალი

125 მლ ლიმონჩელო

წყალი ავადუღოთ, შევაგრილოთ და გავხსნათ ამ წყალში ლიმონჩელო.

კვერცხი და შერის პუდრა ავთქვიფოთ, დავუმატოტ ლიმონის ცედრა, წვენი, ვანილი, კიდე ავთვიფოთ და დავუმატოთ რიკოტა და მასკარპონე. ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ.

ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ფრთიხალად შევურიოთ მასკარპონეს მასას.

ნახევარი კრემი გავანაწილოთ ფორმებში, შემდეგ ჩავალაგოთ ლიმონჩელოში ამოვლებული ბისკვიტები და ზევიდან ისევ კრემით დავფაროთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page