top of page

მაფინები ლიმონის კრემით


დაგვჭირდება:

100 გ კარაქი

275 გ შაქარი

2 კვერცხი

125 გ მაწონი

ვანილი

1 ჩ.კ.სოდა

1 ლიმონის წვენი და ცედრა

200 გ ფქვილი

ლიმონის კრემისთის:

2 კვერცხი

100 გ შაქარი

2 ლიმონი

25 გ კარაქი

ვანილი

მოვამზადოთ ლიმონის კრემი:

კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმონის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.

სანამ ლიმონის კრემი გრილდება, მოვამზადოთ ცომი:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვერხი, კიდე კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, მაწონი და ნახევარი ლიმონის წვენი და მასში გავხსნათ სოდა. დავუმატოთ მთელი ლიმონის ცედრა. ბოლოს ვუმატებთ ფქვილს და ფრთხილად ვურევთ.

მაფინების ფორმებს კარგად გამოვუსვათ კარაქი ან ჩავდოთ სპეციალური მაფინების ქაღალდი. ჩავდოთ ცომი ისე, რომ 1/3 შეავსოს, შემდეგ შუაგულში ჩავდოთ ლიმონის კრემი, ზევიდან კი ისევ ცომით დავფაროთ.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.

გაგრილებულ მაფინებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page