top of page

მაყვლის მინი ჩიზქეიქი


რადგან დღეს მაყვლის თემა გვაქვს, ამ ძალიან გემრიელი და ლამაზ დესერტს ვერ გავექცევით.

ძირისთვის დაგვჭირდება:

200 გ ნეიტრალური ორცხობილა

125 გ კარაქი

50 გ ნუში

შიგთავსისთის:

500 გ კრემჩიზი

500 გ მაღალი ცხიმიანობის ნაღები

1 ლიმონი

ვანილი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

2 ჩ.კ. ჟლატინი

ცალკე:

200 გ მაყვალი

0,5 ჭიქა შაქარი

ნახევარი ლიმონის წვენი

ნუში ოდნავ მოვხალოთ და დავფქვათ. შევურიოთ ორცხობილა და კარაქი, ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. გავანაწილოთ პატარა მაღალბორტიან ფორმებში, რომელსაც ეხსნება ძირი. კარგად დავტკეპნოთ და შევდოთ მაცივარში.

მაყვალს მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ ლიმონის წვენი, მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, თან სულ ვურიოთ, ცოტა დავცრისოთ კიდეც. გადავწუროთ თხელ სახერში, წიპწები რომ მოშორდეს.

ჟელატინი ჩავალბოთ 100 მლ წყალში, შემდეგ გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.

კრემჩიზი და შაქრის პუდრა ავტვიფოთ, დავუმატოთ ნაღები, ლიმონის ცედრა და წვენი, ვანილი. ყველაფერი კარგად აავთვიფოთ, დავუმატოთ ჟელატინი და გავანაწილოთ ფომრბში, გაყინულ ძირზე. ზევიდან მოვასხათ 2-2 ს.კ. მაყვლის მასა და ხის ჩხირით ფრთხილად შევურიოთ კრემჩიზს.

შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით. ამასბაში მასა გამყარდება და გაიყინება. ამოვიღოთ ფრთხილად ფორმებიდან და მოვრთოთ ცოცხალი ხილით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page