top of page

ქათმის ტაჯინი ბოსტნეულით


რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვამზადეთ ქათმის ტაჯინი გარგარით და ნუშით. დღეს კიდე ერთ ქათმის კერძს გავაკეთებთ, და ამ ჯერად ბევრი სხვადასხვა ბოსტნეულს დავამატებთ.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ზომის ქათამი

2 ყაბახი

2 თავი ხახვი

4-5კბილი ნიორი

2 სტაფილო

2 ბულგარული წიწაკა

100 გ ბარდა (ჯობია გაყინული შეიძლეინოთ და არა კონსერვირებული )

პატარა კონა ქინძი

1 ჩ.კ. კურკუმა

1 ჩ.კ. ბეგქონდარა

1 მარილიანი ლიმონი

200 გ ზეთისხილი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

ქათამი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ. ასევე წვრილად დავჭრათ ნიორი. სტაფილო დავჭრათ კუბებად.

ტაჯინის ძირზე ზეთში და კარაქში მოვბრაწოთ ქათამი, შემდეგ დავუმატოთ ხახვი, ნიორი, სტაფილო და სანელებლები. კარგად მოვურიოთ და ვთუშთ ერთი 10 წუთი. შემდეგ დავალაგოთ ზევიდან მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ყაბახი, ბულგარული, ბარდა, დავასხათ წყალი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ასე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი.

ამის შემდეგ, დავამატოთ მარილიანი ლიმონი, ზეთისხილი და ქინძი, კარგად ამოვურიოთ, ვთუშოთ კიდე ერთი 5 წუთი და გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page