top of page

ღორის ხორცი კარამელიზებული ხახვით და მაყვლის სოუსით


დღევანდელმა ამინდმა და მოახლოვებულმა უქმეებმა შემწვარი შემწვარი ხორცისკენ განგვაწყო. მაგრამ არც სეზონს ვივიწყებთ და ჩვენ გემრიელ შემწვარ ხორცს მაყვლის სოუსით მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

4 ნაღერი ღორის ხორცი (ძვლიანი სტეიკი იქნება საუკეტესო)

1-2 თავი წითელი ხახვი

2-3 ღერი ბეგქონდარა

500 გ მაყვალი

250 გ შაქარი

100 მლ მშრალი წითელი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ხორცი კარგაად გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, წავუსვათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვბრაწოთ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან. შემდეგ გადავდოთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ ღუმელში ერთი 20 წუთით, ბოლომდე რომ მომზადდეს.

ამასობაში, გადავარჩიოთ და გავრეცხოთ მაყვალი, დავუმატოთ ღვინო, ბეგქონდარა და დავდგათ საკმაოდ მაღალ ცეცხლზე. როგორც კი გამოყოფს წვენს და ეს წვენი დუღილს დაიწყებს, დავუწიოთ ცეცხლს, და ვხარშოთ 10 წუთი. ამის შემდეგ კარგად მოვურიოთ და კიდე ერთი 5 წუთი ვხარშოთ.

შემდეგ დავუმატოთ შაქარი და წიწაკა, კიდე მოვურიოთ ხის კოვზით. თან ვეცადოთ, რომ არ დავაზიანოთ მთელ-მთელი კენკრა და ვახრშოთ კიდ ეერთი 5-10 წუთი.

ხახვი დავჭრათ ნახევერრგოლებად, მოვთუშოთ ზეთში და კარაქში. რომ გავარდისფერდება, მოვაყაროთ ერთი კოვზი შაქარი, რომ მოხდეს კარამელიზება.

გამზადებული ხორცი დავალაგოთ ხახვის ბალიშზე და მოვასხათ მაყვლის სოუსი.

თუ მშრალ წითელ ღვინოს მოიმარაგებთ, მაგალითად Cabernet Sauvignon ან ჩვენ საფერავს, ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული გელით!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page