top of page

ყვავილოვანი კომბოსტოს და ვაშლის სუპი ნუშის ფანტელით


ცხელი ზაფხული- ცივი სუპების სეზონია. ჰოდა დრეს სწორედასეთ ძალიან საინტერესო წვნიანს მოვამზადებთ. გრილს, მსუბუქს, ჯანსაღს, მარტივ და გემრიელს.

დაგვჭიდება:

120 გ ნუში

2 ვაშლი

100 მლ რძე

500 მლ წყალი

400 გ ყვავილოვანიკომბოსტო

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50-100 გ საფანელი

მიკრო მწვაილი

მარილი

შავი წიწაკა

ნუში ოდნავ მოვხალოთ.

ვაშლი შევწვათ გრილზე და შემდეგ გავაცალოთ კანი. მოვაშოროთ გულები და მსხვილად დავჭრათ.

ნუშს დავასხათ რძე, წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ დავუმატოთ ევრილად დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და ვხრშოთ ერთი 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ ვაშლი, ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა, დავაბლენდეროთ და გადავწუროთ თხელ საცერში. შევდოთ მაცივარში და კარგად გავაციოთ.

ცივ სუპს მოვაყაროთ ნუშის ფანტელი და მიკრო მწვანილი.

გმრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page