top of page

ჩიზქეიქი ახალი კენკრით


ძირისთვის დაგვჭირდება:

250 გ ნეიტრალური ორცხობილა

150 გ კარაქი

შიგთავსისთვის:

700 გ კრემჩიზი

300 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

1,5 ჭიქა შაქარი

5 კვერცხი+ 1 კვერცხის გული

1 ლიმონის ცედრა და წვენი

1 ს.კ. სახამებელი

3 შეკვრა ვანილი

500 გ სხვადასხვა კენკრა (მაყვალი, ჟოლო, მოცვი)

1 შეკვრა ტორტის ჟელე (ფხვნილის სახით იყიდება დიდ სუპერმარკეტებში)

დარბილებული კარაქი და ორცხობილა დავაბლენდეროთ ერთად და ეს მასა თანაბრად გავანაწილოთ საცხობ ფომაში, ფსკერზე და გვერდებზე. კარგად დავტკეპნოთ და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

სანამ ძირი ცხვება, კრემჩიზი და შაქარი ავთქვიფოთ (ყველაფერს მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ვაკეთებთ, ზედმეტად ჰაეროვანი მასა არ უნდა მივიღოთ, თორე ჩიზქეიქი დასკდება ცხობის დროს), შემდეგ შევურიოთ კვერცხი, კვერცხის გული, ლიმონის წვენი და ცედრა, სახამებელი და ნაღები.

ეს მასა გავანაწილოთ ჩვენ ძირზე. საცხობი ფორმას ამოვაკრათ ფოლგა, ჩავდოთ უფრო მოზრდილ ფორმაში, რომელშიც აღუღებულ წყალს ჩავასხავთ და გავაგრძელოთ ცხობა 160 გრადუსზე კიდე დაახლოებით 1 საათი. ჩიზქეიქი ორთქლში უნდა გამოცხვეს.

როცა ზედაპირი შეიცვლის ფერს და გული მეტ-ნაკლებად გამყარდება, გამოვრთოთ ქურა და ნამცვხარი დავტოვოთ ქურაში. იქვე გაცივდეს. შემდეგ კი შევდოთ მინიმუმ 3-4 საათით მაცივარში.

ამის შემდეგ, მოვაყაროთ ჩიზქეიქს კენკრას მიქსი. მოვამზადოთ ჟელე ინსტრუქციის მიხედვით და ფუნჯით გადავუსვათ ის ხილს, რათა ჭკნობისგან და გაფუჭებისგან დაიცვას რამდნიმე დღე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page