top of page

ხორცის და ბადრიჯნის რაგუ ირანულად


დაგვჭირდება:

2-3 ბადრიჯანი

700-800 გ საქონლის ხორცი

3 თავი ხახვი

1 თავი ნიორი

3-4 პომიდორი

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. კურკუმა

1 ს.კ. ტომატ-პასტა

პატარა კონა ოხრახუში

ჩავი წიწაკა

მარილი

ზეთი

ტაფაზე ზეთში მოვბრაწოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და გადავდოთ. შემდეგ იქვე მოვბრაწოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ბადრიჯანი და ისიც გადავდოთ.

ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვთუშოთ ზეთში, დავიმატოთ ნიორი, კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი და მოვთუშოთ ერთად. შემდეგ დავუმატოთ სუნელები, მარილი, წიწაკა, ტომატ-პასტა, კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ხორცი, დავასხათ წყალი, ისე, რომ ხორცს ბოლომდე არ ფარავდეს, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაახლოებით 1 საათი, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.

ამის შემდეგ, დავუმატოთ ბადრიჯანი და ვთუშთ ერთად კიდე ერთი 15-20 წუთი.

ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ამ კერძის იდეალური გარნირი- ბრინჯია.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page