top of page

გამომცხვარი პომიდორი ფეტათი და ნივრით


მწიფე, გემრიელ პომიდორს რა ჯობია ზაფხულში?! დღესაც გადავწყვიტეთ გამოვაცხოთ და კიდე უფრო გავაგემრიელოთ არომატული სანელებლებით.

ეს კერძი დამოუკიდებლადაც მშვენიერია და თან არაჩვეულებრივი გარნირია ხორცის ან თევზის კერძებთან.

დაგვჭირდება:

500 გ მოზრდილი, მწიფე პომიდორი

100 გ ყველი ფეტა

1 თავი ნიორი

რამდენიმე ღერი ბეგქონდარა (ბაზილიკი, შაშკვლავი ან რეჰანიც გამოდგება)

შავი წიწაკა

მარილი

ზეითუნის ზეთი

პომიდორი დავჭრათ სიბრტყეზე, დავააგოთ საცხობ ფორმაზე. ნივრის თავი მთლიანად გადავჭღათ შუაზე და დავდოთ იქვე. ზევიდან პომიდორს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა, ბეგქპნდარა. დავალაგთ კუბებად დაჭრილი ფეტა, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ ერთი 15-20 წუთით. პომიდორი რომ დარბილდება და ფეტა გადნება, ჩვენი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page