top of page

ფრანგული გალეტა ატმით და ფსტით


ჩვენი დღევანდელი დესერტი გაპრანჭული ნამცხვარი არაა. გემრიელი ფრანგული გალეტას მოსამზადებლად ერთი მთავარი პრინციპი უნდა დავიცვათ- ფხვიერი ცომი და მასში მოთავსებული გემრიელი შიგთავსი.

ცომისთვის დვჭირდება:

300 გ ფქვილი

150 გ ცივი კარაქი

1 კვერცხი

1 ს.კ. არაჟანი

100 გ შაქარი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

მწიკვი მარილი

შიგთავსისთვის დაგვჭირდება:

3 მოზრდილი ატამი

2-3 ს.კ. ყავისფერი შაქარი

1 ს.კ. სახამებელი

ვანილი

100 გ ფსტა

შაქრის პუდრა

მოვამზადოთ ცომი. ამისთვის ფქვილი და შაქარი კარგად მოვურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ მარილი, შემდეგ შუაში ჩავახალოთ კვერცხი, ჩავაღრათ კარაქი, დავუმატოთ არაჟანი, ლიმონის წვენი და მოვზილოთ მკვრივი ცომი. დავაგორგოლოთ და შევდოთ 20-30 წუთით მაცივარში. ამასობაში, ფსტა დავანაწევროთ და ოდნავ მოვხალოთ. ატამი დავჭრათ ლამაზად, დავუმატოთ შაქარი, სახამებელი, ვანილი და მოვურიოთ.

ცომი გავაბრტყელოთ ისე, რომ გამოსაცხობ ფორმაზე 4-5 სმ მეტი იყოს დიამეტრში. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც წინასწარ საცხობ ქაღალდს დავდებთ. გავანაწილოთ ატამი და შაქარი, ზევიდან მოვაყაროთ ფსტა. ზდმეტი ცომი გადმოვიტანოთ კიდეებიდან და დავამაგროთ გალეტაზე ზევიდან ისე, რომ ხილიანი შუაგული ცარიელი დარჩეს.

შევდოთ გალეტა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 40 წუთით.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page