ფრანგული მერენგა ჟოლოთი
- Manana
- 27 июн. 2017 г.
- 1 мин. чтения

ჟოლოს სიმრავლემ ჩვენ ბაზარზე საოცარი დესერტის ინსპირაცია მოგვცა. ნაზი, ჰაეროვანი, არომატული და ძალიან, ძალიან გემრიელ მერენგა, იგივე ბეზეს ტორტი გამოგვივა.
მერენგასთვის დაგვჭირდება:
3 კვერცხის ცილა
200 გ შაქრის პუდრა
მწიკვი მარილი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
ვანილი
1 ს.კ. ფქვილი
კრემისთვის:
500მლ ნაღები
100-150 გშაქრის პუდრა
ვანილი
1 ლიმონის ან ლაიმის ცედრა
300 გ ჟოლო
100 გ ფსტა ან სხვა რომელიმე თხილეული, თქვენი გემოვნებით
მერენგა, იგივე ბეზე მარტივი მოსამზადებელია,მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა დვაიცვათ.
პირველ რიგში, კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ამის გარდა, ჭურჭელი, რომლეშიც ავთვიფავთ ბეზეს, უდნა იყოს იდეალურად სუფთა და მშრალი. თქვეფას ვიწყებთ მიქსერის დაბალი სიჩქარით და შემდეგ ვუმატებთ მას მაქსიმუმამდე.
მაშ ასე,ავთქვიფოთ კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან ერთად, შემდეგ დავუმატოთ ნელ-ნელა შაქრის პუდრა, თან სულ ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ჰაეროვანი მყარი მასა. დავუმატოთ ვანილი, გაცრილი ფქვილი, ბოლოს ლიმონის წვენი. გავყოთ მასა ორად და გავანაწილოთ მრგვალ საცხობ ფორმებში. ფორმებს წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. ვაცხობთ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2 საათი.
კრემისთვის ავთქვიფოთ ცივი ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვანილი, ლიმონის ან ლაიმის ცედრა.
ავაწყოთ ტორტი: ბეზეს ფენას წავუსვათ კრემი, ზევიდან გავანაწილოთ ჟოლო, მოვაყაროთ მსუბუქად მოხალული თხილეული. მეორე ბეზეს ფენას ასევე წავუსვათ კრემი და დავაფაროთ ზევიდან პირველ ფენას ისე, რომ კრემიანი მხარე შიგნით მოექცეს.
გემრიელად მიირთვით!