ქათმის ფილე ლეღვით და პორტვეინით
ხამოკლე შესვენების შემდეგ ჩვენ დავბრუნდით საინტერესო და გემრიელი რეცეპტით. იმედი გვაქვს, არ დაგვივიწყეთ და დღესაც შემოგვიერთდებით ამ არაჩვეულებრივი კერძის მოსამზადებლად!
დაგვჭირდება:
1 საშუალო ქათამი, ან 1,5 კგ ქათმის ფილე
1-2 თვი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
2 პომიდორი
250 მლ პორტვეინი
0,5 კგ ლეღვი
100 გ ბეკონი
1-2ღერი ნიახური
2-3დაფნის ფოთოლი
2-3 ღერი ბეგქონდარა
100 გ კარაქი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
ლეღვი გავრეცხოთ, დავასხათ პორტვეინო, დავუმატოთ დაფნა, გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით (ლეღვი არ უნდა იყოს გადამწიფებული, დახურული და კოხტა ლეღვი შევარჩიოთ).
ქათამი დავანაწევროთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და მოვბრაწოთ ყველა მხრიდან ტაფაზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში და კარაქში. შემდეგ დაგავდოთ ცალკე, ტაფაზე კი მოვთუშოთ თხლად დაჭრილი ბეკონი, შემდეგ დავუმატოთ ხახვი, რომ დარბილდება, ნიორი და წვრილად დაჭრილი ნიახურის ძირები.
პომიდორს გავაცალოთ კანი, ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ წვრილად. დავუმატოთ ხახვს და ნიორს. აქვე დავამატოთ ბეგქონდარა. კარგად მოვურიოთ დადავაბრუნოთ ტაფაში ქათამი. მოვსხათ პორტვეინი მარინადიდან და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვთუშოთ ასე ერთი 30-40 წუთი. ბოლოს დავამატოთ შუაზე გაჭრილი ლეღვი და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!