top of page

ქლიავის ნამცხვარი New York Times-ის რეცეპტით


როგორც კი ქლიავის სეზონი მოდიოდა, «New York Times» აქვეყნებდა ამ მარტივი და ძალიან გემრიელი ქლიავის ნამცხვრის რეცეპტს.

ერთხელაც, 1995 წელს, რედაქტორმა გამოაცხადა, რომ ის ბოლოჯერ აქვეყნებს რეცეპტს. ხოლო ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ის ამოჭრას და მაცივარზე დაამაგროს.

ახლა გავილებით უფრო მარტივად შეგვიძლია სასურველი რეცეპტი მოვძებნთ ჩვენი მარტივი და გემრიელი გვერდის დახმარებით.

დღეს ხილის ნამცხვრებს კიდე ერთი შესანიშნავი რეცეპტი დავამატოთ.

დაგვჭირდება:

150 გ კარაქი

200 გ შაქარი

2 კვერცხი

მწიკვი მარილი

სოდა ძმრით

ვანილი

250 გ ფქვილი

500 გ ქლიავი

2 ჩ.კ. დარიჩინი

2 ს.კ. ყავისფერი შაქარი

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ,შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, მარილი,სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი.

ცომი გავანაწილოთ საცხობ ფორმაში, ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ ქაღალდი.

ზევიდან გავანაწილოთ შუაზე გაყოფილი ქლიავი. ყავისფერი შაქარი და დარიჩინი ერთმანეთს შევურიოთ და მოვაყაროთ ქლიავს.

გამოვაცხოთ ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page