top of page

ლიმონის და მოცვის ნამცხვარი


კლსიკური შეხამება- ლმონი და მოცვი. ჩვენი დღევანდელი ნმცხვარიც ასეთია, კლასიკური და ყოველთვის ამართლებს მოლოდინს.

დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

2 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

200 გ არაჟანი

0,5 ჩ.კ. სოდა

ვანილი

მწივი მარილი

2-2,5 ჭიქა ფქვილი

1,5 ჭიქა მოცვი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

0,5 ჭიქა შაქრის პუდრა

კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ და დავუმატოთ კვერცხი, ვანილი და მარილი. შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა (ნახევარი წვენი მინანქრისთვის შევინახოთ), ცედრა, არაჟანი და ფქვილი. მოვურიოთ და ბოლოს დავუმატოთ მოცვი. ფრთხილად მოვურიოთ და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ კარგად გამოვუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

ნამცხვარი რომ გაგრილდბა, მოვასხათ ლიმონის მინანქარი. ამისთვის შაქრის პუდრას შევურიოთ ლიმონის წვენი მანამ, სანამ არ მივიღებთ თეთრ მინანქარს.

მოვასხათ ეს მინანქარი ნამცვხარს და ვაცადოთ ცოტა ხანი, რომ გაშრეს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page