top of page

Sigara börek- ყველის ხრატუნა ღვეზელი

ეს ნაზი, ხრატუნა ყველის რულეტები თხელი ფილო-ცომისგან მზადდება. როგორც წესი, მათ ბრინზას შიგთავსი აქვთ, თუმცა თუ იდნავ მარილიანი იმერული ყველით მოვამზადებთ, ესეც შესანიშნავი გამოვა.

ასევე, შეგვიძლია შიგთავსისთვის გამოვიყენოთ კარტოფილი, ხორცი, შევაზავოთ მწვანილით და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ძალინ გემრიელი იქნება, თან საუზმის გარდა, არაჩვეულებრივია ფურშეტებზე, პიკნიკებზე, ასევე მშვენივრად იგრძნობს თავს თქვენი შვილების ლანჩბოქსში.

დაგვჭირდება:

3 პორცია მზა ცომი ფილო (თურქულ მაღაზიებში იკითხეთ)

100 გ ბრინზა ან იმერული ყველი

1 კვერცხი

2-3 ღერი ოხრახუში (სურვილისამებრ)

ზეთი

ყველი დავსრისოთ, შევურიოთ კვერცის გული დაწვრილად დაჭრილი მწვანილი. კვერცხის ცილა ცალკე შევინახოთ.

ცომი გავშალოთ დაფაზე და დავჭრათ სამკუთხედებად, სულ 12 სამკუთხედი დაგვჭირდება.

ამკუთხედის ერთ გვერდთან გავანაწილოთ დაახლოებით 1 ჩ.კ. შიგთავსი. კიდეები თავისუფალი დავტოვოთ და შევახვიოთ რულეტები. ბოლოს, წვეტს ფუნჯით კვერცხის ცილა წავუსვათ და ასე დავამაგროთ.

ღრმა ტაფაში გავახუროთ ზეთი, ისე,რომ დაახლოებით 1 სმ დაფაროს ტაფა. შემდეგ ცეცხლს საშუალომდე დავუწიოთ და შევწვათ ჩვენი ყველის რულეტები ყველა მხრიდან.

გამზადებული რულეტები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთი რომდაიწრიტოს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page