top of page

ბარბუნია პილაქი- თურქული ლობიო


ლობიო მარტო ქართველების საყვარელი პროდუქტი არაა, ის თურქეთშიც ძალიან პოპულარულია და თან თურქული ლობიოს კერძები ასევე ძალიან გემრიელია.

დღეს მოვამზადებთ თურქულ ლობიოს ბოსტნეულით და ლიმონით შევკმაზავთ. ეს კერძი დამოუკიდებლადაც გემრიელია და გარნირიც არაჩვეულებრივია.

დაგვჭირდება:

1,5 ჭიქა ჭრელი ლობიო

1 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

1 სტაფილო

1 კარტოფილი

1 მსხვილი პომიდორი

1 ჩ.კ. ტომატ-პასტა

1 ცალი პატარა მწვანე წიწაკა

ნახევარი ლიმონის წვენი

პატარა კონა ოხრახუში

მარილი

1 ჩ.კ. შაქარი

ლობიო მოვხარშოთ. სასურველია,ხარშვისას ერთი-ორჯერ მაინც გამოვუცვალოთ წყალი. მოხარშული ლობიო გადავწუროთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭირილი სტაფილო. რომდარბილდება, დავუმატოთ ტომატ-პასტა, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ ეს ყველაფერი ლობიოს. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, კიდე მოვურიოპთ და დავასხათ წყალი ისე, რომ თითქმის დაფაროს ლობიო. ლობიო რომწამოდუღდება, დავუწიოთ ცეცხლს და ერთ 5 წუთში დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მთელ-მთელი ნიორი, მარილი, შაქარი და წვრილად დაჭრილი წიწაკა. კარტოფილი რომ მოიხარშება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამოვრთოთ ქურა.

მირთმევის წინ მოვასხათ ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page