კომშის დესერტი Ayva tatlısı
მსუბუქი და გემრიელი დესერტი მათთვის, ვისაც ცხობა არ უყვარს მაგრამ დესერტის მიმართ გულგრილი არაა.
ნამდვილ საშემოდგომო მარტივ, გემრიელ და ძალიან არომატულ დესერტს ვამზადებთ.
დაგვჭირდება:
2 კომში
1 ლიმონის წვენი
2 ჩ.კ. დარიჩინი
4 ბუტონი მიხაკი
1 ჭიქა შაქარი
100 გ ფისტაში
ათქვეფილი ნაღები
ჯამში ჩავწუროთ ლიმონი, დავასხათ 3 ჭიქა წყალი, იქვე ლიმონის ქერქიც ჩავაგდოთ. კომში გავთალოთ და ამოვაცალოთ გული, მაგრამ გულები არ გადავყაროთ. ჩავალაგოთ კომში ლიმონიან წყალში და დავტოვოთ ასე ერთი 20-25 წუთი.
სქელძირიან ღრმა ტაფაზე დავყაროთ კომშის გულები და კურკები (ისინი ჯელესებრ კონსისტენციას მისცემენ ჩვენ დესერტს),დავალაგოთ კომში ისე, რომ ამოჭრილი გული ზევით იყოს. შაქარი და დარიჩინი შევურიოთ ერთმანეთს და გავანაწილოთ კომშის გულებში. იქვე მოვათავსოთ მიხაკი. დავასხათ 3 ჭიქა წყალი და ვადუღოთ ერთი 40 წუთი საშალო ცეცხლზე, თავდახურული. ამის შემდეგ, ამოვაბრუნოთ კომში და კიდე ერთი 10-15 წუთი ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. ამასობაშ სიროპი უნდა გასქელდეს.
ამის შემდეგ, კომში ამოვალაგოთ თეფშზე, მოვასხათ თხელ საცერში გატარებული სიროპი, ზევიდან დავადოთ ათქვეფილი ნაღების გუნდა და მოვაყაროთ ოდნავ მოხალული ფისტაში.
გემრიელად მიირთვით!