ლიმონის და ქოქოსის ნამცხვარი თურქულად (Limonlu Hindistan Cevizli Kek)
თურქული ფახლავა საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ მისი მოზადება ძალიან რთული და შრომატევადია. ამიტომ ჩვენ დღეს სხვა თურქულ ნამცხვარს გმოვამზადებთ, რომელიც მე ფახლავაზე ნაკლებადარ მომწონს. თან ის საკმაოდ მარტივად მზადდება.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
100 გ შაქარი
3 კვერცხი
100 გ ქოქოსის ფანტელი
125 გ მაწონი
100 მლ რძე
1 ლიმონის ცედრა და წვენი
300 გ ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
მწიკვი მარილი
დანის წვერზე- დაფქული მიხაკი
სიროპისთვის:
200 მლ წყალი
0,5 ჭიქა შაქარი
1 ლიმონის წვენი და ცედრა
7 ბუტონი მიხაკი
დანის წვერზე- ბეგქონდარა
რძე და მაწონი შევურიოთ ერთმანეთს, შემდეგ დავამატოთ ქოქოსის ფანტელი და გადავდოთ.
ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ დავამატოთ ქოქოსის მასა, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ ლიმონის ცედრა, წვენში გახსნილი სოდა, მარილი, მიხაკი და ფქვილი.
გამოვაცხოთ 170-180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
მოვამზადოთ სიროპი: წყალშ გავხსნათ შაქარი, დავამატოთ ლიმონის წვენი და ცედრა, მიხაკი, ბეგქონდარა და მოვხარშოთ. ვადუღოთ, სანამ მასა არ განახევრდება.
გამომცხვარ ნამცხვარს სანამგაგრილდება მოვახათ ცხელი სიროპი და შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!