top of page

რაჰათ-ლუქუმი ლიმონით

ამ ბედნიერების ლუკმებით, როგორც თურქები უწოდებენ თავიანთ მთავარ დესერტს ვასრულებთ ჩვენ თურქულ კვირულს.

დაგვჭირდება:

2 ლიმონი

130 გ სახამებელი

ვანილი

500 გ შაქარი

0,5 ჩ.კ. ლიმონმავა

ცალკე:

100 გ შაქრის პუდრა

100 გ სახამებელი

სახამებელი გავხსნათ 400 მკ ცივ წყალში, შემდეგ დავუმატოთ ლიმონის ცედრა და წვენი, ვანილი და კარგად მოვურიოთ.

მოვხარშოთ სიროპი: ამისთვის შაქარს დავუმატოთ 150 მლ წყალი და ლიმონჟავა, კარგად მოვურიოთ და მოვხარშოთ. სიროპი რომ გასქელდება, შევამოწმოთ: ცივი წყლით სავსე ჭიქაში ჩავაწვეთოთ ერთი წვეთი სიროპი და თუ დაგორგოლება შევძელით, ის მზადაა.

ცხელ სიროპში გავხსნათ სახამებელის და ლიმონის მასა, კარგად მოვურიოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარგად არ გასქელდება.

ფორმას კარგად მოვყაროთ შაქრის პუდრა და სახამებელი, შემდეგ გადავიტანოთ გასქელებული მასა და გადავასწოროთ ცივ წყალში დასველებული კოვზით. გადავაფაროთ ჩაისტილო და დავტოვოთ ასე ოთახის ტემპერატურაზე მთელი დღით. ამის შემდეგ, დავჭრათ მომცრო ზომის კუბებდ და კიდე კარგად ამოავავლოთ სახამებელის და შაქრის პუდრის ნაზავში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page