top of page

ქოფთე ლავაშში


ხორცის გუფთები, რომელთაც თურქეთში ქოფთეს ეძახიან ძალიან პოპულარულია. მათ სხვადასხვა წესით ამზადებენ, მაგრამ ჩვენ დღეს მარტივ და გემრიელ ვარიანტს ვარჩევთ, რომელიც ძალიან გამოგადგებათ, თუ სკოლის მოწაფეები გყავთ სახლში და მათ ლანჩზე ზრუნვა ყოველდღიურად თქვენ გიწევთ.

ასეთი არაჩვეულებრივი სენდვიჩები ლანჩბოქსში ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩენა იქნება.

დაგვჭრდება:

200 გ საქონლის ან შერეული ფარში

დანის წვერზე ძირა

2-3 ღერი ოხრახუში

მარილი

შავი წიწაკა

კარაქი ან ზეთი

2 პიტა პური ან თხელი ლავაშს ფირფიტა

2 პომიდორი

1 თავი წითელი ხახვი

4-5 ფოთოლი მწვანე სალათი

2 ნაჭერი ჰოლანდიური ყველი ან სულგუნი

ფარშს დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ძირა და ოხრახუში,შემდეგ გამოვძერწოთ პატარა გუფთები და შევბრაწოთ ცხიმში.

პომიდორი დავჭრათ რგოლებად, ხახვი-ნახევარრგოლებად.

ლავაშში ჩავალაგოთ სალათის ფოთლები, პომიდორი,ხახვი და 2-2 გუფთები. იქვე მოვათავსოთ თხელი ყველის ნაჭერი.

შეგიძლიათ მოასხათ ძაძიკი, ან რომელიმე სხვა სოუსი, თქვენი გემოვნებით. მოვკეცოთ ლავაში ისე, რომ მოხერხებული იყოს სენდვიჩის ხელშ დაჭერა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page