top of page

გამომცხვარი ბოსტნეული ყურძნით


ჩვენი შემოდგომა უხვია ნაირ-ნაირი ხილით და ბოსტნეულით, მაგრამ შემოდგომის მთავარი ხილი ალბათ, მაინც, ყურძენია.

ჩვენი სამზარეულო მუდამ მზადაა საინტერესო ექსპერიმენტებისთვის, ჰოდა დღეს ყურძენს არატრადიციული დანიშნულებით გამოვიყენებთ და გამოვაცხობთ მას ბოსტნეულთან ერთად. ძალიან გემრიელი და სასარგებლო ვეგეტარიანული კერძი გამოგვივა!

დაგვჭრდება:

2-3 კარტოფილი

1 ვაშლი

1 ბულგარული წიწაკა

2-3 ყაბაყი

1 კარგი მტევანი თეთრი ყურძენი (სასურველია ამოარჩიოთ ჯიში,რომელსაც წიპწები არ აქვს)

1 თავი ხახვი

1 საშუალო პომიდორი

1-2 ღერი ნიახური

დანის წვერზე -მაიორანი

მარილი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ბოსტნეული დავჭრათ დაახლოებით ერთი ზომის ნაღრებად, ნიახური წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ბოსტნეულს, მოვაყაროთ მაიორანი და მარილი, შემდეგ ყურძნის ლებნები, 6 ნაჭრად გაჭრილი ვაშლი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ხელით ამოვურიოთ და გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ ერთი 20 წუთით, შემდეგ კი მოვასხათ ერთი 150-200 მლ წყალი და გავაგრძელოთ ცხობა კიდე დაახლოებით ერთი საათი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page