გამომცხვარი ფარშირებული გოგრა
დაგვჭირდება:
4 პატარა გოგრა, ან 2 საშუალო
500 გ ფარში
1 თავი ხახვი
მარილი
შავი წიწაკა
200 გ შამპინიონი
150-200 გ პარმეზანი ან სხვა ყველი თქვენი გემოვნებით
2 ს.კ.ზეთი
50 გ კარაქი
გოგრა გამოვშიგნოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. თუ საშუალო ზომისაა, მაშინ ორად გავყოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთში და კარაქში, შემდეგ დავუმატოთ ფარში და ცოტა მოვთუშოთ ერთად. შევაზავოთ მარილით და წიწაკით.
ასევე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი სოკო.
გოგრგა გამოვტენოთ ფარშით, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ზევიდან სოკო. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი გოგრის მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!