top of page

საქონლის ხორცის რაგუ გოგრით ლუდის სოუსში


გოგრა -სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი, რმელიც ერთნაირად კარგია დესერტებშიც, სუპებშც და ძირითად კერძებშიც. ჩვენი დღევანდელი გმირიც სწორედ გოგრაა.

დაგვჭირდება:

800 გ რბილი საქონლის ხორცი

2 თავი ხახვი

500-600 გ გოგრა

1 სტაფილო

4-5 კბილი ნიორი

2 დაფნის ფოთოლი

დანის წვერზე-დარიჩინი

1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი

მარილი

შავი წიწაკა

0,5 ლ. მუქი ლუდი

30 გ კარაქი

პატარა კონა ოხრახუში.

ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვბრაწოთ ღრმა სქელძირიან ტაფაზე კარაქში, ყველა მხრიდან. შემდეგ დავუმატოთ ნახვეარრგოლებად დაჭრილი ხახვი, თხლად დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი.

მოვასხათ ყველაფერს ლუდი, დავაფაროთ თავსახური, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვთუშოთ ასე ერთი 2 საათი.

ამის შემდეგ, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი სტაფილო, ერთ ოც ცუთში დავუმატოთ ასევე დაჭრილი გოგრა. ვთუშოთ ყველაფერი კიდე ერთი ოცი წუთი. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

თუ კარტოფილი პიურეს აბ ბრინჯის გარნირს მოვამზადებთ, საოცარი ვახშამი გამოგვივა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page