არაქისის ხრაშუნა შაქარლამა
ვინ თქვა, რომ მხოლოდ ვიქენდზე შეიძლება საკუთარი თავის განებივრება ტკბილეულით? ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1-2 ორცხობილა არავის ავნებს, მთავარია ზომიერება!
დღეს ამერიკულ კლასიკურ არაქისის ორცხობილებს ვაცხობთ- უმარტივეს და უგემრიელესს.
დაგვჭრდება:
110 გ კარაქი
150 გ არაქისის პასტა
200 გ შაქარი
1 კვერცხი
200 გ ფქვილი
სოდა ძმრით
მწიკვი მარილი
ვანილი
ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და არაქისის პასტა, დავუმატოთ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ კვერცხი.
შემდეგ დავუმატოთ სოდა ძმრით, მარილი, ვანილი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი.
გამვძერწოთ ცომისგან კაკლისოდენა ბურთები, დავალაგოთ საცხობ სინზე და ჩანგლის გავაბრტყელოთ. ასე მიიღებენ ისინი დამახასიათებელ ორნამენტს. საბოლოო ჯამში დაახლოებით 5 მმ სისქის ორცხობილები უნდა მივიღოთ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი. როგორც კი გვერდები გაოქროსფერდება,ორცხობილები მზადაა. ორცხობილები გამაგრდება, როგორც კი გაგრილდება.
გემრიელად მიირთვით!