top of page

რუკოლას სალათი მსხლით, პიტნით და ყველით დორბლუ


დაგვჭირდება:

1კონა რუკოლა

პატარა კონა პიტნა

1 არომატული მსხალი

100 გ ყველი დორბლუ (ან როქფორი, ნებისმიერი ბლუჩიზი)

50 გ ნიგოზი

1 ს.კ. თაფლი

1 ლიმონი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

ტაფაზე გავახუროთ თაფლი და ოდნავ მოვთუშოთ ამ თაფლში მსხვილად დანაწევრებული ნიგოზი.

რუკოლა და პიტნის ფთლები ერთად შევურიოთ. მსხალი დავჭრათ თხლად და მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი. შევურიოთ სალათს. მოვაყაროთ კარამელიზებული ნიგოზი და დაფშვნილი ყველი. დარჩენილი ნახევარი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა და მოვასხათ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page