top of page

ვანილის ბლანმანჟე ფორთოხლის კარამელით


დაგვჭირდება:

2 ჩ.კ. ჟელატინი

1 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

250 გ არაჟანი

ვანილი

50 გ რომი ან კონიაკი

ფორთოხლის კარამელისთვის:

100 მლ ფორთოხლის წვენი

1 ფორთოხლის ცედრა

150 გ შაქარი

პირველ რიგში ჟელატინი ჩავალბოთ 250 მლ წყალში და გავაჩეროთ ერთი 40 წუთი, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავალღვოთ, მივიყვანოთადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ ვანილი, არაჟანი, კონიაკი. მობვურიოთ კარგად და დავუმატოთ ჟელატინი.

გადავიტანოთ ეს მასა პორციულ ფორმებში და შევდოთ მინიმუმ 3 საათით მაცივარში.

ამის შემდეგ, მოვამზადოთ კარამელი: ფორთოხლის წვენი თავისი რბილობით, შაქარი და ცედრა მივიყვანოთ ადუღებამდე, თღან სულ ვურიოთ. როცა კარამელი ადუღდება, ის გასქელებას დაიწყებს. როგორც კი გაოქროსფერდება და საჭიროკონსისტენციას მიიღებს, გადმოვდგათ ქურიდან და შევაგრილოთ.

გაციებული ბლანმანჟე გადმოვიღოთ ფორმებიდან და მოვასხათ კარამელი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page