მოთუშული საქონლის ხორცი მსხლით და ბოსტნეულით
შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და არომატული ხილი-მსხალია. დღევანდელი დღის გმირიც სწორედ მსახლი იქნება.
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცი
2 წითელი ბულგარული
2 სტაფილო
2 მაგარი მსხალი
2თავი ხახვი
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეთი
20 გ კარაქი
საქონლისხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვბრაწოთ კარგად გახურებულ ტაფაზე ყველა მხრიდან ზეთში და კარაქში.
შემდეგ დავუმატოთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, ერთ 5 წუთში- ისრებად დაჭრილი სტაფილო, ხოლო სტაფილო რომ ცოტა დარბილდება, ასევე ისრებად დაჭრილი ბულგარული. რამდენიმე წუთი ვთუშოთ ყველაფერი ერთად, შემდეგ კი დავახათ 1.5 ჭიქა წყალი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ კერძი დაბალ ცეცხლზე, სანამხორცი კარგად არ დარბილდება.
ამის შემდეგ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი მსხალი და ვთუშოთ ერთად კიდე ერთი 5-10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!